თურქეთის არქივებში დაცული დოკუმენტები საქართველოს შესახებ
(ოსმალური არქივი)

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [HE 22-766, სტამბოლის მინისტრთა საბჭოს არქივში დაცული],მადლობა წინასწარ

სამეცნიერო პროექტის მიზანს წარმოადგენდა სტამბოლში მდებარე ოსმალურ არქივში საქართველოსა და ქართველების შესახებ მასალების მოძიება. არქივში მასალების მოსაძიებლად განხორციელდა რამოდენიმე მივლინება. დამუშავდა 100-მდე ქვეფონდი, საიდანაც 75-ში მივაკვლიეთ მასალებს საქართველოს შესახებ. საპროექტო ჯგუფმა საქართველოში ჩამოიტანა 60 000-ზე მეტი ოსმალური დოკუმენტის ელექტრონული გვერდი. აქვე აღსანიშნავია, რომ ოსალური დოკუმენტების გარდა, არქივში მოძიებული იქნა ქართული, რუსული, არაბულ და სპარსულენოვანი დოკუმენტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტები

ოსმალეთის იმპერიაში სახელმწიფო სამსახურები, წაროდგენილი იყო სხვადასხვა სამინისტროებში. აღსანიშნავია, რომ წლების მიხედვით სამინისტროები განიცდიდნენ არკვეულ ტრანსფორმაციას და მინისტრთა საბჭო წყვეტდა მათ გაზრდასა, თუ შემცირებას. მინისტრთა საბჭო შედგებოდა: 1. დიდვეზირი; 2. შეიხ-ულ ისლამი, 3. საარეოსაქმეთა მინისტრი, 4. ფლოტის მინისტრი; 5. იუსტიციისა და რელიიური საკითხების მინისტრი; 6. სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარე; 7. შინაგანსაქმეთა მინისტრი; 8. ფინანსთა მინისტრი; 9. განათლების მინისტრი; 10. საზოადოებრივი სამუშაოების მინისტრი; 11. ვაჭრობისა და სოფლისმეურნეობის მინისტრი; 12. ვაუფების (ფონდების) მინისტრი; 13. ფოსტისა და კომუნიკაციების მინისტრი; 14. ხაზინის მინისტრი. ოსმალეთის იმერიაში შიდა საქმეებს კურირებდა დიდვეზირი. მის შტატში იყო სამი პრივილეგირებული ვეზირი, რომელთაგანაც ვეზირის ქეთჰუდას ევალებოდა იმერიის საშინაო საქმეებზე თვალყურის დევნა. უფრო მეტიც დიდვეზირის დედაქალაქში არ ყოფნის დროს ასრულებდა მის მოვალეობას. 1835 წელს გაუქმდა ვეზირ ქეთხუდას თანამდებობა და საზოადოებრივ საქმეთა სამინისტროდ გადკეთდა, რომლის მეთაურად მეჰმედ საიდ პეტრევ ეფენდი დაინიშნა. 1837 წელს საზოადოებრივ საქმეტა სამინისტროს მაგივრად, შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის მინისტრად აკიფ ფაშა დაინიშნა,, თუმცა აღნიშნულ სამინისტროს დიდი ხანი არ უარსებია და 1839 წელს გაუქმდა და მისი ხელმძღვანელი, მოადილის სტატუსით კვლავ დიდვეზირს დაემორჩილა. თანზიმათის რეფორმების ორივე პერიოდში შინაან საქმეთა სამინისტრო ცალკე ერთეულად რამდენჯერმე აღდგა და გაუქმდა. საბოლოოდ, 1877 წელს შინაან საქმეთა სამინისტრო კვლავ დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა და მისი მინისტრი გახდა ჯევდეთ ფაშა. შინაგანსაქმეთა სამინისტრო სამოქქალაქო საქქმეებთან ერთად პასუხისმებელი იყო ჯანდაცვის საკითხებზეც. 1877-1880 შინაან საქმეთა მინისტრს ჰყავდა, მოადგილე, კანცელარიის უფროსი, ბურალტერის უფროსი, პრესის მენეჯერი და საარჩევნო კომისიის ადმინისტრატორი და მასთან დაკავშირებული მდივნები. 1301 წელს დაარსდა მოსახლეობის და საჯარო მოხელეთა განყოფილებები. 1810 წელს გაუქმდა და შინაან საქმეთა სამინისტროს განყოფილების სახით დაექვემდებარა უშიშროების სამინისტრო. თავის მხრივ ეს განყოფილება დაიყო სხვადასხვა დეპარტამენტად. დოკუმენტები ადანაწილდა დეპარტამენტების მიხედვით. ოსმალეთის იმპერიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეოაბა, დიდვეზირის ადმინისტრაციასთან და დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოალლიბების პერიოდშიც, იყო სახელმწიფოს შიდა საქმეების კონტროლი. ამ კონტროლს ახორციელებდნენ ამ სამინისტროში გაერთიანებული დანაყოფები და სწორედ მათი დოკუმენტებია თავმოყრილი წინამდებარე ფონდში. დოკუმენტების სახეობები სხვადასხვა სახისაა. მაალითისათვის ეხება როგორც საჯარო და სამხედრო მოხელეების დანიშვნებ, ასევე ცენზურას, სამხედრო წვრთნებს, ბანდების საქმიანობას, საზოადოებრივი წესრიგის დარღვევას, რელიიურ კონფლიკტებს, მიწისძვრებსა და ხანძრებს, კალიების შემოსევის პრევენციებს, არქეოლოგიური გათხრების ნებართვებს და სხვა ამგვარი. ის ასევე მოიცავს სამინისტროში შემოსულ-გასულ კორესპონდენციებს, ზიამეთების ანარიშებს, დაშიფრულ დოკუმენტებს და მათ გასაღებებს, პორტიდან ჩამოსულ მზავრა რაოდენობას და მათი საქონლის აღრიცხვას და სხვა ამგვარ დოკუმენტებს. ოსმალეთის იმპერიაში შინაგან საქმეტა სამინისტრო, ასევე პასუხისმებელი იყო შესაბამის უწყებებთან საჭირო მიმოწერაზე, მათ შორის პრესაშიც ინფორმაციების გამოქვეყნებაზე. საჭირო პროცედურების ანხორციელებაზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მობილიზაცია, ხანძარი და მიწისძვრის სემდე ანსახორციელებელი პრევენციები. სპეციალური ოფისის კატალოგი, რომელიც ამ სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაყოფია, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ოკუპაციური ძალების ქმედებები ოსმალეთის მიმართ, ეროვნული ძალების საქმიანობა, ბერძნული და სომხური პრობლემები იმპერიაში და ბევრი მსავსი თემები.

ვაქფი

„ვაქფი“ ტერმინის მნიშვნელობით ნიშნავს ნივთის სამუდამოდ გაყიდვიდან და ყიდვა-გაყიდვისგან გამორიცხვას, მისი პირადი საკუთრებიდან ამოღებას და ალლაჰის გზაზე მიძღვნას, ხოლო მისით მიღებული სარგებლის ადამიანებისთვის ქველმოქმედების მიზნით გამოყენებას. ვაქფის ინსტიტუტი ოსმალეთის სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჰუმანურ და საზოგადოებრივ დაწესებულებას წარმოადგენდა. სულტანი და მისი ოჯახი, სახელმწიფო მოხელეები, სამხედროები, მეცნიერები და შეძლებული მოქალაქეები თავიანთ ქველმოქმედებას ვაქფების შექმნით ახორციელებდნენ და სამუდამოდ ხალხს უტოვებდნენ. სასულთნოს ვაქფთა სამინისტროს დაარსებამდე, ვაქფების მართვა ხორციელდებოდა მათი დაფუძნების აქტის პირობების შესაბამისად — სადრაზამის, შეიხიულისლამის, სასახლის კარის აღას და მექისა და მედინის, ე.წ. „ჰარამეინის“ ვაქფთა ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ. ოსმალეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთანავე, ქვეყნის ყველა კუთხეში ჩამოყალიბდა უამრავი საქველმოქმედო დაწესებულება, რომელთა მართვაც ე.წ. განსაკუთრებულ ვაქფების ადმინისტრაციას ევალებოდა. ვაქფის დამაარსებელი პირები თვითონ განსაზღვრავდნენ თავიანთი ვაქფების წესებს: რა თანხა უნდა დახარჯულიყო გზების, შადრევნების და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე. განისაზღვრებოდა მსახურთა ვალდებულებები. ხშირ შემთხვევებში მმართველობა მემკვიდრეობით გადადიოდა, ხოლო ზედამხედველობას სადრაზამი, შეიხულისლამი და სხვა მარალი თანამდებობის პირები ახორციელებდნენ. ოფიციალურად ვაქფთა სამინისტრო ოსმალეთში დაფუძნებულად ითვლება 1826 წელი. ამ სამინისტროს შექმნამდე, ვაქფები სხვადასხვა უწყებისა და პირის მიერ იმართებოდა. მათი ზოგადი ადმინისტრირება დამოკიდებული იყო თითოეული ვაქფიის (დაფუძნების დოკუმენტის) პირობებზე. ასეთ სამეთვალყურეო უწყებებს შორის იყვნენ შემდეგნი: 1464 წელს ოსმალეთის სულთან მეჰმედ II ვაქფთა საეთო ადმინისტრაცია სადრაზამს დაუქვემდებარა. 1505 წელს ოსმალეთის სულთან ბაიაზიდ II-ს ბრძანებით ვაქფების ზედამხედველობა შეიხულისლამს დაუქვემდებარეს, თუმცა ადმინისტრირებას თეზქირეჯი ეფენდიები (დოკუმენტების შემდგენელი) უწევდნენ. 1545 წლიდან ვაქფების ზედამხედველობა სულთნის კარის აღებს დაექვემდებარა. ცალკე შეიქმნა მექისა და მედინისთვის სასარგებლოდ შექმნილი ვაქფების ადმინისტრირება (1588 წელი). 1826 წელის 24 სექტემბერს შექმნილი სასულთნოს ვაქფთა სამმართველოში თავდაპირველად გაერთიანებული იყო სამი ძირითადი განყოფილება: ფინანსური, ბუღალტრული ზედამხედველობის და შემოსავლის აღრიცხვა, რომელთაც შემდეგ დაემატა დოკუმენტაციის მთავარი კანცელარია, ვაჭრობისა და ქონებრივი საკითხების კანცელარია და დღიური აღრიცხვის სამსახური. ვაქფთა სამინისტროს საქმიანობის გაფართოებასთან ერთად თანდათან გაიზარდა სამწერო განყოფილებათა რაოდენობაც. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ძირითადი სტრუქტურული ერთეულები, ზოგიერთი დიდი განყოფილება კი ფუნქციის შემცირების შედეგად გაუქმდა.